ფრესკის ღიმილი - ლადო გუდიაშვილი

23 დეკემბერი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 2017 წლის 20 იანვრიდან, ლადო გუდიაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის ,,ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა'' ფარგლებში, გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,ფრესკის ღიმილი - ლადო გუდიაშვილი".

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ლადო გუდიაშვილის მონუმენტური მხატვრობის  ნიმუშებს;  გაეცნობიან მხატვრის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ფრესკისა და მოზაიკის შექმნის ტექნიკურ საშუალებებს; ჩაერთვებიან შემეცნებით აქტივობებში.

პროგრამა განკუთვნილია 8 - 12 წლის მოსწავლეებისათვის

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

ჩატარების დრო: 20 იანვარი - 14 თებერვალი, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 14:00 საათზე.

ჩატარების ადგილი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის 1.

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 93 16 52