ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში

12 დეკემბერი 2016
Share

ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში

თემა: ფერები და ცხოველთა სამყარო­­­

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში" ითვალისწინებს ფრანგული ენის გასვლით გაკვეთილს მუზეუმში, სადაც ნასწავლი მასალის გამეორება და გამტკიცება ხდება. გაკვეთილის თემა „ფერები და ცხოველთა სამყარო" ეფუძნება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს და შეესაბამება ფრანგული ენის ცოდნის A1 დონეს. სახალისო დავალებებისა და სავარჯიშოების შესრულებისას მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ფრანგულ ენაზე ისაუბრონ აღნიშნულ თემაზე და იმსჯელონ ხელოვნების ნიმუშებზე. 

გაკვეთილს ჩაატარებს ფრანგული ინსტიტუტის პედაგოგი. გაკვეთილისთვის საჭირო ყველა მასალა გალერეაში დაგხვდებათ.

პროგრამა განკუთვნილიამე-2 - მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის 

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი 

ჩატარების დროპარასკევი, 10:00-დან 13:00-მდე

ჩატარების ადგილი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით ფრანგულ ინსტიტუტს: 2 922 855;  2 934 458
info@institutfrancais.ge