ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში

08 დეკემბერი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წლის 13 დეკემბრიდან 2017 წლის 21 იანვრამდე გთავაზობთ საახალწლო პროგრამას „ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის თანხლებით გაეცნობიან ახალი წლის შეხვედრის უძველეს ქართულ ტრადიციებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო სუფრის სამზადისს, ახალ წელთან დაკავშირებულ სარიტუალო საგნებსა და მათ სიმბოლურ დანიშნულებას.

პროგრამას თან ერთვის პრაქტიკული მეცადინეობა - ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, რიტუალური პურების გამოძერწვა, საახალწლო ხონჩის მომზადება და სხვა.

პროგრამა განკუთვნილია 6-დან 13 წლამდე მოსწავლეთათვის.  
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი
ჩატარდების დრო: სამშაბათი-პარასკევი
ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი

პროგრამის საფასური: 5 ლარი

პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

პროგრამაზე დასწრება  შესაძლებელია მხოლოდ იანვრის თვეში.
ტელ: 574 44 04 84.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3