"ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა"

29 ნოემბერი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წლის 14 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა" .

წარმოდგენილი პროგრამა მოიცავს ქართული ხალხური დღეობა ბარბარობის შესახებ საგანმანათლებლო-სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციას. განხილული იქნება წინარექრისტიანული და ქრისტიანული პერიოდის ხელოვნება და რელიგია.

პროგრამის მიზანია, მოსწავლემ შეიძინოს ცოდნა ქრისტიანი წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს ცხოვრებისა და სასწაულთმოქმედების, ქართული მითოლოგიური პერსონაჟის - ქალღვთაება ბარბარეს, ქალღვთაება და წმინდა მოწამე ბარბარესთან ასოცირებულ მეკვლეობის ინსტიტუტის შესახებ. გაეცნოს ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საწესჩვეულებო რიტუალებს საქართველოს კუთხეების მიხედვით და წმ. ბარბარესადმი მიძღვნილ სარიტუალო საგანთა სიმბოლურ მნიშვნელობებს.

პროგრამას თან ახლავს მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა, პრაქტიკული მეცადინეობა მოიცავს ბარბარეს დღესასწაულთან დაკავშირებულ ძველ, მივიწყებულ გართობა-თამაშობებს და ხელგარჯილობას.

პროგრამა განკუთვნილია: 6-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: კვირის დღეებში ორშაბათის გარდა
ფასი: 5 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52; 577 57 03 47

მისამართისიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმირუსთაველის გამზირი 3.