მეფეები და დედოფლები

16 ნოემბერი 2016
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის იწყებს საგანმანათლებლო პროგრამების ციკლს "პირველად მუზეუმში".

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თემაზე "მეფეები და დედოფლები".

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ხელოვნების მუზეუმის საგანძურს; მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს მეფეების და დედოფლების შესახებ; ნახავენ მათთან დაკავშირებულ ხატებს, ჯვრებსა და სამკაულს. ასევე, გაეცნობიან მონუმენტური ფერწერის ასლებს ბეთანიიდან და ვარძიიდან თამარ მეფის გამოსახულებით.  

მონაწილეებს ჩაუტარდებათ სახალისო-შემეცნებითი აქტივობები ვიზუალური მასალისა და სხვადასხვა აქსესუარების გამოყენებით.

პროგრამის დასასრულს გაიმართება თემატური კოსტიუმირებული ფოტოსესია.

პროგრამა განკუთვნილია: 4-6 წლის ბავშვებისთვის

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 93 16 52

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის . 1