საგანმანათლებლო პროგრამა ,,იაპონია - სიმბოლოების ქვეყანა"

06 ნოემბერი 2015
Share

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,იაპონიზმი ქაღალდზე შუ კუბოს მიერ" ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა ,,იაპონია - სიმბოლოების ქვეყანა". 

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ შუ კუბოს გამოფენას. პროგრამის სალექციო ნაწილისა და ვიზუალური მასალით ბავშვები გაეცნობიან იაპონიის ხელოვნებას, მუსიკასა და კულტურას.

პროგრამის ბოლოს მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს.

პროგრამის ჩატარების დრო: სამშაბათი 13:00/14:00 საათი
პროგრამის ღირებულება: 2 ლარი და 50 თეთრი
პროგრამაში მონაწილეთა ასაკი: 8 -12 წელი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N3.