გზა ამაღლებამდე

31 მარტი 2015
Share

2015 წლის 31 მარტიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გთავაზობთ პროგრამას ,,გზა ამაღლებამდე".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები დაათვალიერებენ ქართული შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს, მოისმენენ საუბრებს საუფლო ცხოვრების იმ გზაზე, რომელიც უკავშირდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ინტერაქტიული  საუბრების ფორმატში გაარჩევენ სხვადასხვა იკონოგრაფიას: ლაზარეს აღდგინება, იერასულამში შესვლა, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა,  გარდამოხსნა, წმინდა დედანი ქრისტეს საფლავთან, ჯოჯოხეთის წარტყვევნა, ამაღლება და სხვა.

მონაწილეები გაეცნობიან აღდგომის თემატიკას ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინემატოგრაფია.

უმცროსი ასაკის მონაწილეებისათვის პროგამაში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები.

პროგრამა განკუთვნილია: 7-14 წლის მოსწავლეთათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი.
პროგრამა ჩატარდება: სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
დასაწყისი: 13:00 საათი.
პროგრამის ღირებულება: მოსწავლის ბილეთი - 50 თეთრი; გიდი-პედაგოგის მომსახურება ჯგუფზე - 10 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52, მობ: 599757871
მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.