საგანმანათლებლო პროგრამა ,,ქართული საგალობლები"

01 ოქტომბერი 2014
Share

2014 წლის 1 ოქტომბერს 12:00-დან 16:00 საათამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამაზე – ,,ქართული საგალობლები”. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერი იუნესკოს მიერ  მუსიკის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ქართული საგალობლების ისტორიას, მის  მოამაგეებსა და გადამრჩენლებს, ნახავენ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმსგალობის რაინდები” (რეჟისორი ნანა ჯანელიძე), მოისმენენ ქართულ საეკლესიო საგალობლებს და დაათვალიერებენ  ქართული შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების უნიკალურ კოლექციასგაიმართება ინეტრაქტიური საუბრები ქართული  საგალობლების შესახებ.

პროგრამა განკუთვნილია 8 - 12  წლის მოსწავლეთათვის.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 75 78 71; 293 16 52