საგანმანათლებლო პროგრამა ,,წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში”

15 აპრილი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს 14:00 საათზე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში".

მონაწილეები გაეცნობიან წმინდა მეომრის ცხოვრებას, წამებას და სასწაულებს; წმინდა გიორგის სახეს ხელოვნებაში, იკონოგრაფიულ ტიპებს, ლიტერატურულ ძეგლებს - ხალხურ ლექსებს, პოემებსა თუ ლეგენდებს. მუზეუმის საგანძურში წარმოდგენილი ექსპონატების მიხედვით გაიმართება ინტერაქტიული საუბრები.

ბოლო ეტაპი დაეთმობა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის სხვადასხვანაირია. 

პროგრამა განკუთვნილია 8-14 წლის ბავშვებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი.

სურვილის შემთხვევაში პროგრამა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.