ლექცია ,,ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი"

13 თებერვალი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.

2014 წლის 13 თებერვალს 15:00 საათზე მოხსენებას სახელწოდებით ,,ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი", წაიკითხავს ნინო ჩიხლაძე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

გამოფენაზე წარმოდგენილ დედნებსა და ასლებზე დაყრდნობით განხილული იქნება შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების ეტაპები (მე-V, VI-საუკუნიდან  მე-XVIII საუკუნემდე), ტექნოლოგიები, (მოზაიკა, ფრესკა) და მხატვრული სკოლები (ტაო-კლარჯეთის, დავით გარეჯის, სვანეთის). თვალს გავადევნებთ ამ ძეგლების შენახვა-გადარჩენისა და შესწავლის ისტორიას, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი, და მას შემდეგ, მხატვრების, კოპიისტების, რესტავრატორებისა და მკვლევარების არა ერთი თაობა ქმნიდა.

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში.  

ლექცია განკუთვნილია ზრდასრულთათვის. 

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი. 

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი.