,,აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში"

08 თებერვალი 2014
Share

ყოველ შაბათს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში".  

მრავალდარგობრივი პროგრამა განკუთვნილია VI-IX  კლასების მოსწავლეებისთვის.

ლადო გუდიაშვილის შემოქმედების მაგალითზე ბავშვები აღმოაჩენენ პოეზიისა და მხატვრობის ურთიერთკავშირს, თუ როგორ შეიძლება პოეზია სახვითი ხელოვნების შთაგონების წყარო გახდეს. შეიტყობენ ბევრ საინტერესო ფაქტს მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურის და თბილისის - „პოეტების ქალაქის“ ყოფის შესახებ,
ვიზუალური მასალის თანხლებით.  პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.

რეგისტრაციისთვის დაგვირეკეთ:   215 73 00

პროგრამა განკუთვნილია VI-IX  კლასების მოსწავლეებისთვის

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10

მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 სთ.30 წთ

გაკვეთილის ფასი - 2 ლარი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).