,,დასავლეთევროპული მხატვრობის შედევრები“

07 თებერვალი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას  ,,დასავლეთევროპული მხატვრობის შედევრები“.

აღნიშნული პროგრამა გაიმართება 2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით , ყოველ კვირასპროგრამა ორსაფეხურიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.

პროგრამის პირველ ნაწილში ბავშვები  გაეცნობიან აღნიშნული ეპოქის მხატვრულ პრინციპებს და დაათვალიერებენ ეროვნულ გალერეაში მიმდინარე დასავლეთევროპული მხატვრობის ექსპოზიციას, რომლის ცენტრალური ექსპონატია  ლუკას კრანახის შედევრი  „მაჭანკალი“ .

პროგრამის მეორე ნაწილში გრიმისა და კოსტუმების დახმარებით,  ბავშვები თავად ,,გარდაიქმნებიან" ცნობილი ტილოების გმირებად.

პროგრამის ფარგლებში გადაღებული ფოტოები აიტვირთება მუზეუმის  Facebook-ის გვერდზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 12-17 წლის მოზარდებს

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10

მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 სთ.30 წთ

გაკვეთილის ფასი 2 ლარი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 15 73 00

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.