საგანმანათლებლო პროგრამა ,,აბსტრაქცია-შემეცნების ახალი მხატვრული მეთოდი”.

26 მაისი 2013
Share

2013 წლის 26 მაისიდან ყოველ კვირას 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,აბსტრაქცია-შემეცნების ახალი მხატვრული მეთოდი".

პროგრამის მონაწილეები ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის დავით კაკაბაძის შემოქმედების მაგალითზე გაეცნობიან  მე-20 საუკუნის მხატვრულ აზროვნებაში მიმდინარე მოვლენებს, თვალს გაადევნებენ ამ პერიოდში ჩამოყალიბებულ სხვადასხვა მიმდინარეობებს (კუბიზმი, ფუტურიზმი, დადა, კონსტრუქტივიზმი...) და შეიმეცნებენ მხატვრის აბსტრაქტულ ნამუშევრებს.

პროგრამის ფარგლებში სახალისო ფსიქოლოგიური ტესტისა და  თავსატეხების მეშვეობით მონაწილეები ეცნობიან აბსტრაქციას, როგორც შემოქმედებით მეთოდს და თითოეული თავად ქმნის აბსტრაქტულ კომპოზიციას.

პროგრამა განკუთვნილია  VI - XII  კლასის მოსწავლეებისათვის

პროგრამის ხანგრძლივობა:  1,5 - 2 საათი

მონაწილეთა რაოდენობა:  5- 12

პროგრამის ღირებულება:   2  ლარი

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია:

  2 15 73 00

პროგრამა გაგრძელდება 2013 წლის 7 ივლისამდე.

საგანმანათლებლო პროგრამა ტარდება გამოფენის ,,დავით კაკაბაძე-რეტროსპექტივა” ფარგლებში. 

მისამართი:  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.