საგანმანათლებლო პროგრამა ,,იმერეთი-დედაჩემი”

13 სექტემბერი 2013
Share

ყოველ შაბათს, 14:00 საათზე  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 6-8 წლის ბავშვებს იწვევს  განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,იმერეთი-დედაჩემი" (დ.კაკაბაძის ნამუშევრის მიხედვით).

პროგრამა მოიცავს დისკუსიასა და სახალისო პრაქტიკულ აქტივობას, რომლის პროცესში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურათო სიბრტყეზე ფიგურისა  და ფონის ურთიერთდამოკიდებულება; პეიზაჟი როგორც ჟანრი და ფონი პორტერეტისთვის;  პორტრეტული ჟანრის თავისებურებები და სხვა.

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში- 8

მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 სთ.30 წთ

გაკვეთილის ფასი 2 ლარი

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 215 73 00

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).