საგანმანათლებლო პროგრამა „საუბარი ფიროსმანზე“

15 თებერვალი 2013
Share

2013 წლის 15 თებერვლიდან, ყოველ პარასკევს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ შემეცნებით პროგრამას "საუბარი ფიროსმანზე".

გიამბობთ ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე , რომელიც შედგენილია როგორც ფიროსმანის თანამედროვე, ასევე შემდგომი პერიოდის მხატვართა, მკვლევართა და საზოგადო მოღვაწეთა მოგონებების საფუძველზე. პროგრამა წარმოდგენილია ფიროსმანის თანადროული ეპოქის ამსახველი ფოტომასალით.

პროგრამა გათვალისწინებულია უფროსი ასაკის მოსწავლეთა და ზრდასრული დამთვალიერებლისათვის.

სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 2 15 73 00.

პროგრამა ჩატარდება ყოველ პარასკევს, 16:00 საათსზე.

პროგრამის ხანგრძლივობა 1 საათი.

პროგრამის ღირებულება სკოლის ჯგუფებისათვის: 10 ლარი (0,50 თითო მოსწავლეზე) პროგრამის ღირებულება ინდივიდუალურიდამთვალიერებლისათვის: 2 ლარი.

ჩატარების ადგილი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.