საჯარო ლექციები გალერეაში

22 იანვარი 2013
Share

2013 წლის 29 იანვრიდან - 3 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ნიკო ფიროსმანის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში ტარდება საჯარო ლექციების კურსი ,,ფიროსმანი-150"

29 იანვარი 16.00 საათი- დიმიტრი თუმანიშვილი: ფიროსმანის ნამუშევრების ქრონოლოგიის საკითხზედ

30 იანვარი 16.00 საათი - თეო ხატიაშვილი: გაცოცხლებული სურათების სტატიკური დინამიკა

31 იანვარი 16.00 საათი - გოგი ხოშტარია: უახლესი დროის მხატვრობის ძირითადი მახასიათებლები (მოდერნიზმი) ლექცია I

1 თებერვალი 16.00 საათი- გოგი ხოშტარია: უახლესი დროის მხატვრობის ძირითადი მახასიათებლები (მოდერნიზმი) ლექცია II

2 თებერვალი 16.00 საათი - გოგი ხოშტარია: ქართული მხატვრული რეალობა მოდერნიზმის ეპოქაში

3 თებერვალი 15.00 საათი - გიორგი პაპაშვილი: ფიროსმანი - მედიუმი

3 თებერვალი 16.00 საათი - გიორგი კაკაბაძე: ფიროსმანი და მისი ეპოქა.

ლექციებზე დასწრება შედის ბილეთის საფასურში.

მისამართი: ეროვნული გალერეა. შოთა რუსთაველის გამზირი 11, შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან.