საშობაო პროგრამა ბავშვებისათვის დაიწყო

18 დეკემბერი 2013
Share

საშობაო პროგრამა

6-დან -12 წლამდე ბავშვებისათვის

პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების საშობაო ტრადიციებს, საშობაო ნაძვისხის, ბარათების და მესაჩუქრეების ტრადიციის ისტორიას, საშობაო მორთულობის სიმბოლიკას ცნობილი ხელოვნების ნიმუშების მაგალითზე.

საინტერესო აუდიოვიზუალური მასალის გარდა პროგრამა ითვალისწინებს სახალისო პრაქტიკულ მეცადინეობას, თამაშებს (მისალოცი ბარათების შექმნა, შობის სცენის აწყობა).

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10-15

მეცადინეობის ხანგრძლივობა - 2 სთ.

დასაწყისი - 14:30სთ

გაკვეთილის ფასი 3 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

ტელ. 2 15 73 00

მობ. 551 29 02 93

მის: რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).