საგანმანათლებლო პროგრამა - სამყაროს თემატური აღქმა ფერისა და ფორმის მეშვეობით

14 სექტემბერი 2013
Share

2013 წლის 14 სექტემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას 12:00 საათზე ეროვნული მუზეუმის საგანამანთლებლო ცენტრი გეპატიჟებათ ეროვნულ გალერეაში სახვითი ხელოვნების ჟანრების თავისებურებების შესასწავლად. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ჟანრების და დარგების, მათი თავისებურებებისა და მრავალფეროვნების გაცნობა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მხატვრების შემოქმედების მაგალითზე.

15 სექტემბერი - ნატურმორტი

21 სექტემბერი - - პეიზაჟი

22 სექტემბერი - ყოფითი ჟანრი

28 სექტემბერი - ისტორიულ-ბატალური ჟანრი

29 სექტემბერი - ანიმალისტური ჟანრი

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 13-15 წლის მოზარდებს

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში- 10

მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 სთ.30 წთ

გაკვეთილის ფასი 2 ლარი

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 215 73 00

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).