მოგზაურობა აღმოსავლეთში

05 თებერვალი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს გამოფენას _ აღმოსავლეთის კოლექციების ახალი სიცოცხლე". გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი უნიკალური ექსპონატები, როგორიცაა ეგვიპტური მუმია, ყაჯარული პორტრეტები, სამურაის სამოსელი და მისი საბრძოლო აღჭურვილობა, ჩინური ფაიფური და აბრეშუმის ქსოვილზე შესრულებული ფერწერა და სხვა.

საგანმანათლებლო დეპარტამენტი მთავარ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დამთვალიერებლის განათლებისა და ცოდნის გაღრმავებას წარმოდგენილი ექსპონატების საფუძველზე შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვან მიზნად ესახება ამ პროგრამებში სხვადასხვა სამეცნიერო თუ საბუნებისმეტყველო დისციპლინების ჩართვა, რომლებიც დაეხმარება დამთვალიერებელს გამოფენის უკეთ აღქმასა და გაგებაში.

სწორედ ამ მიზნით აღმოსავლეთის კოლექციების განახლებულ ექსპოზიციებთან დაკავშირებით მომზადდა საგანამათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებს წარმოდგენილი კულტურების მსოფლმხედველობის, ხელოვნებისა და მხატვრულ-სტილისტური ელემენტების უკეთ შესწავლასა და აღქმაში. აღნიშნული პროგრამები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის წარმოდგენილია შემეცნებით-გასართობი თამაშების, ლექციების, ანიმაციების და სხვა აქტივობების სახით:

პროგრამები 6-12 წლის მოზარდებისთვის

1. შემეცნებითი თამაშები ასაწყობებისა თუ გასაფერადებლების სახით(გამოფენაზე არსებულ ექსპონატებზე დაყრდნობით

2. თამაშები ეგვიპტური მცირე პლასტიკის ირგვლივ, ექსპონატების აღწერა, ფორმის აღქმა. (თამაშები მიზნად ისახავს დაეხმაროს მოზარდს სტილისტურ-გამომსახევლობითი საშუალებების უკეთ აღქმაში. ეგვიპტური მითოლოგიის მცირე მიმოხილვა, ტექსტი ადაპტირებულია. 6-12 წლის ბავშვებისათვის);

3. თამაშები სპარსული სამოსის ირგვლივ, სპარსული სამოსი და ორნამენტები.

4. თამაშები სამურაის სამოსისა და იარაღის ირგვლივ

5. ჩინური ხელოვნება და აბრეშუმის კულტურა (აბრეშუმის წარმოება: აბრეშუმის ჭიიდან აბრეშუმის ქსოვილამდე.

პროგრამები 9-16 წლის მოზარდებისთვის

6.მუმიფიკაცია (წარმოდგენილია ვიდეო მასალის სახით)

7. მუზეუმში დაცული სხვადასხვა ქვეყნის იარაღების ტიპოლოგია და კლასიფიკაცია.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც სკოლის მიერ ორგანიზებული ჯგუფებისათვის, ასევე ინდივიდუალური დამთვალიერებლისათვის.

ამასთანავე, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ მუზეუმში სტუმრობამდე გაეცნონ საგანმანათლებლო პროგრამებს და ახალგაზრდებს მიაწოდონ ზოგადი ინფორმაცია წარმოდგენილი კოლექციის ისტორიის შესახებ. საგანმანათლებლო დეპარტამენტი მოწაფეებს სთავაზობს არა მხოლოდ შემეცნებით თამაშებს, რომლებიც განხორციელდება მუზეუმის სივრცეში, არამედ საგანმანათლებლო თემებს, რომლებიც საკლასო დავალების სახით იქნება შესასრულებელი სკოლაში.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრში, +32 2 93 16 52; 599 21 26 29; 595 54 62 33 (11-დან 17 საათამდე)

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საგანმანათლებლო ცენტრში: (+32) 2 93 16 52; 599 21 26 29; 595 54 62 33 (11-დან 17 საათამდე)


პროგრამის ხანგრძლივობა: 1 საათი და 45 წუთი

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-20პროგრამის ღირებულება სკოლის ჯგუფებისთვის: 10 ლარი (და 0,5 ლარი ბილეთის ღირებულება თითო მოსწავლეზე)

საბავშვო პროგრამის ღირებულება ინდივიდუალური დამთვალიერებლისთვის: 2 ლარი

ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის 3

ჩატარების დრო ჯგუფებისთვის: წინასწარი შეთანხმებით

ჩატარების დრო ინდივიდუალური დამთვალიერებლისთვის: ყოველდღე ორშაბათის გარდა 12 და 16 საათზე