ჩვენი პროგრამები

10 მაისი 2014

საჯარო ლექციათა ციკლი ,,კონცეპტუალური ხელოვნება და არტ სისტემა”

2014 წლის 10, 17 და 24 მაისს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო გედევანიშვილის საჯარო ლექციათა ციკლზე ,,კონცეპტუალური ხელოვნება და არტ სისტემა".
22 აპრილი 2014

საგანმანათლებლო პროგრამა „მხატვარი და ავტოპორტრეტი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ყოველ სამშაბათს, 14:30 საათზე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „მხატვარი და ავტოპორტრეტი". 
15 აპრილი 2014

საგანმანათლებლო პროგრამა ,,წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს 14:00 საათზე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,წმინდა გიორგის სახე ხელოვნებასა და ლიტერატურაში".
08 აპრილი 2014

პროექტი - ,,ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში"

2014 წლის 8 აპრილს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ პროექტის -  ,,ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში" პრეზენტაციას.
03 აპრილი 2014

საჯარო ლექცია - საქართველოს არქეოლოგია და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე

2014 წლის 3 აპრილს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „საქართველოს არქეოლოგია და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე" წაიკითხავს ნინო ლორთქიფანიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.    
28 მარტი 2014

საგანამანათლებლო პროგრამა „მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება“

ეროვნული გალერეა იწვევს სკოლის ასაკის ბავშვებს გამოფენის „მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება" თანმხლებ საგანმანათლებლო პროგრამაზე.  
27 მარტი 2014

საჯარო ლექცია - ძველი საქართველო და ანტიკური სამყარო

2014 წლის 27 მარტს 15:00  საათზე მოხსენებას სახელწოდებით „ძველი საქართველო და ანტიკური სამყარო" წაიკითხავს ქალბატონი დარეჯან კაჭარავა, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდების კონსერვატორი. 
20 მარტი 2014

საჯარო ლექცია ,,ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან”

2014 წლის 20 მარტს 15:00 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან" წაიკითხავს  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და რესტავრატორი, ბატონი ერმილე მაღრაძე.
13 მარტი 2014

საგანმანათლებლო პროგრამა ,,და აღმოცენდა თბილისი“

2014 წლის 13 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას სახელწოდებით ,,და აღმოცენდა თბილისი".
13 მარტი 2014

საჯარო ლექცია ,,უძველესი თბილისი - არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.2014 წლის 13 მარტს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით ,,უძველესი თბილისი და არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები", წაიკითხავს მიხეილ აბრამიშვილი, ეროვნული მუზეუმის კურატორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
06 მარტი 2014

საჯარო ლექცია ,,განძი ვანის ნაქალაქარიდან და საქართველო წელთაღრიცხვათა მიჯნაზე".

2014 წლის 6 მარტს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „განძი ვანის ნაქალაქარიდან და საქართველო წელთაღრიცხვათა მიჯნაზე" წაიკითხავს დიმიტრი ახვლედიანი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი.
27 თებერვალი 2014

„ქართული ცივილიზაციის სათავეებთან"

2014 წლის 27 თებერვალს 15 საათზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე სახელწოდებით „ქართული ცივილიზაციის სათავეებთან (ენეოლოთიდან გვიან ბრინჯაოს ხანამდე)" წაიკითხავს ზურაბ მახარაძე, ეროვნული მუზეუმის ო. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის უფროსი.