ჩვენი პროგრამები

29 ნოემბერი 2016

"ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წლის 14 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა" . 
16 ნოემბერი 2016

მეფეები და დედოფლები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის იწყებს საგანმანათლებლო პროგრამების ციკლს “პირველად მუზეუმში”.
06 ოქტომბერი 2016

ვაზი და ღვინო საქართველოში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანა. ამას მოწმობს არქეოლოგიური არტეფაქტები; მატერიალური კულტურის ძეგლები; ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები; ისტორიკოსთა და მოგზაურთა შრომები; ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები.     
18 სექტემბერი 2016

ფერწერული მუსიკა

მუსიკის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ეგიდით 1 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 30 სექტემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამა ,,ფერწერული მუსიკა". 
07 სექტემბერი 2016

საგანმანათლებლო პროგრამები ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდიაში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოება და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასთან არსებული ხელოვნების სტუდია, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ტრადიციულად აცხადებს ბავშვების მიღებას საგანმანათლებლო პროგრამებზე. 
01 სექტემბერი 2016

საშემოდგომო მიღება ხალხური რეწვის გაკვეთილებზე!

2016 წლის 10 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გიწვევთ ქართული ხალხური რეწვის საშემოდგომო პროგრამაზე.     
22 ივნისი 2016

გამოსვლა ედემიდან

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამას „გამოსვლა ედემიდან", რომელიც პოლ სალოპეკის ამავე სახელწოდების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.     
21 ივნისი 2016

ჩინეთის უდიდესი გამოგონებები - ფაიფური

23 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამას ,,ჩინეთის უდიდესი გამოგონებები - ფაიფური". პროგრამა ხორციელდება გამოფენის ,,აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე" ფარგლებში. 
31 მაისი 2016

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ბავშვებისა და მოზარდებისთვის (18 წლამდე) შესვლა თავისუფალია! 
30 მაისი 2016

გადაჭრილი გორის საზაფხულო სკოლა

2016 წლის 1 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოგიდგენთ გადაჭრილი გორის საზაფხულო სკოლას.    
25 მაისი 2016

ამქრობა თბილისში

2016 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „ამქრობა თბილისში". პროგრამა მომზადდა „ტფილისის ჰამქართან" ერთად და ეძღვნება გაზაფხულის ისეთ მნიშვნელოვან თბილისურ დღესასწაულს, როგორიცაა „ამქრობა".    
18 მაისი 2016

მუზეუმის კვირეული: ღამე მუზეუმში - სპექტაკლი ,,ფიროსმანი - ზმანება"

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ,,მუზეუმის ღამეს".