ჩვენი პროგრამები

13 ოქტომბერი 2013

საგანმანათლებლო პროგრამა „აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში“

2013 წლის 13 ოქტომბრიდან ყოველ კვირას 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,აღმოაჩინე პოეზია მხატვრობაში".  
16 სექტემბერი 2013

ხალხური რეწვის გაკვეთილები 2013

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 24 აგვისტოდან ყოველ-შაბათ კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე გიწვევთ ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. 
14 სექტემბერი 2013

„თავსატეხის საიდუმლო "

ყოველ კვირას, 14:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „თავსატეხის საიდუმლო". 
14 სექტემბერი 2013

საგანმანათლებლო პროგრამა - სამყაროს თემატური აღქმა ფერისა და ფორმის მეშვეობით

2013 წლის 14 სექტემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას 12:00 საათზე ეროვნული მუზეუმის საგანამანთლებლო ცენტრი გეპატიჟებათ ეროვნულ გალერეაში სახვითი ხელოვნების ჟანრების თავისებურებების შესასწავლად. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ჟანრების და დარგების, მათი თავისებურებებისა და მრავალფეროვნების გაცნობა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მხატვრების შემოქმედების მაგალითზე. 
13 სექტემბერი 2013

საგანმანათლებლო პროგრამა ,,იმერეთი-დედაჩემი”

ყოველ შაბათს, 14:00 საათზე  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 6-8 წლის ბავშვებს იწვევს  განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,იმერეთი-დედაჩემი" (დ.კაკაბაძის ნამუშევრის მიხედვით).        
21 ივნისი 2013

პრეისტორიული ტექნოლოგიები

საგანმანათლებლო პროგრამა „პრეისტორიული ტექნოლოგიები" განკუთვნილია IV-XII კლასის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის. ასევე, პრეისტორიაში და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
20 ივნისი 2013

სახალისო არქეოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამა „სახალისო არქეოლოგია" განკუთვნილია დაწყებითი და საბაზო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის.
19 ივნისი 2013

ინტერაქტიული საუბრები ეკოლოგიაზე

საგანმანათლებლო პროგრამა „ინტერაქტიული საუბრები ეკოლოგიაზე"  განკუთვნილია 10-15 წლის მოსწავლეებისთვის. პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი პრობლემატიკის გაცნობა მოზარდებისთვის.
26 მაისი 2013

საგანმანათლებლო პროგრამა ,,აბსტრაქცია-შემეცნების ახალი მხატვრული მეთოდი”.

2013 წლის 26 მაისიდან ყოველ კვირას 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,აბსტრაქცია-შემეცნების ახალი მხატვრული მეთოდი".     
25 მაისი 2013

საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ,,ისტორიის ლაბირინთი”

2013 წლის 25 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს ,,ისტორიის ლაბირინთი".     
21 მაისი 2013

,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის  თბილისის ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 21 მაისიდან წარმოგიდგენთ საგანამანათლებლო პროგრამას ,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია".      
18 მაისი 2013

მუზეუმის კვირეული - პორტრეტის მრავალფეროვნება

2013 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს ,,პორტრეტის მრავალფეროვნება".