„ევროპული კვლევები: მიკროსამყარო, ნეიროიმუნოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა“

01 ივლისი 2014
Share

2014 წლის 4 ივლისს 22:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოება და „National Geographic საქართველო" წარმოგიდგენთ ქართველი მეცნიერების გია დვალის,ზაზა კოკაიას და  დავით ლორთქიფანიძის ერთობლივ ლექციას „ევროპული კვლევები: მიკროსამყარო, ნეიროიმუნოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა".

ლექცია ეძღვნება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მეორედ მასპინძლობს აღნიშნულ მეცნიერთა ერთობლივ საჯარო ლექციას. წარმატებული გამოცდილების და საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით წლევანდელ ლექციას უფრო მასშტაბური სახე ექნება და ამჯერად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში გაიმართება.

ლექციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს მიკროსამყაროში, ნეიროიმუნოლოგიასა და კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში ბოლო წლებში მიღწეული ფუნდამენტური კვლევის შედეგები.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო. შოთა რუსთაველის გამზირი 3.