თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში

28 ივნისი 2018 – 20 აგვისტო 2018

ჰეიდარ ალიევის ცენტრი, 28 ივნისიდან 20 აგვისტომდე მასპინძლობს გამოფენას „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში".

1970-იანი წლებიდან 2000 წლამდე პერიოდი გამოირჩევა თანამედროვე სახელოვნებო მოძრაობების გააქტიურებით, რაც პირდაპირ უპირისპირდებოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გაბატონებულ სოციალურ რეალიზმს. საქართველომ ყოველთვის გაურბოდა ამ ტენდენციას, გამონაკლისად  შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ლიდერების პორტრეტები და პროპაგანდისტული პლაკატები.

პოლიტიკურმა ცვლილებებმა და თავისუფლებისკენ სწრაფვამ გამოიწვია ფარული მიწისქვეშა მიმდინარეობების გაჩენა, რომლებიც მალევე გარდაიქმნა ქართული თანამედროვე ხელოვნების მთავარ საყრდენად.

საბჭოთა კავშირის დაშლა, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება - რასაც მოჰყვა სისხლიანი მოვლენები, სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კრიზისი, განსაკუთრებით რთული და ბნელი პერიოდია უახლეს ისტორიაში. რთული წარმოსადგენია, რომ პირველი სახელოვნებო მოძრაობები დაიწყო ცივ, სანთლის შუქით განათებულ შენობებში, სადაც რევოლუციის სული დაიბადა.

ეს გამოფენა აღწერს ამ პერიოდში აქტიური მხატვრებისა და არტისტული ჯგუფების მხოლოდ ნაწილს.  მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, ეს პერიოდი მაინც ნაკლებად ცნობილი და გამოკვლეულია. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს მნიშვნელოვანი მხატვრები და მათი წვლილი ახალი თაობების ფორმირებასა და თანამედროვე ქვეყნის ჩამოყალიბებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე იმ 23 არტისტის შემოქმედება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს პოსტსაბჭოთა საქართველოს რთული პერიოდის სახელოვნებო პროცესისა და ვიზუალური ხელოვნების გარდაქმნაში. ეს ხელოვანები არიან: გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო,  უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტ „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ ფარგლებში, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი, 28 ივნისიდან 20 აგვისტომბე მასპინძლობს გამოფენას „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში".

გამოფენის კურატორია ჩარლზ მერევეზერი, კოორდინატორები: ლიკა მამაცაშვილი და ანა რიაბოშენკო.

გამოფენის მხარდამჭერია ჰეიდარ ალიევის ცენტრი (ბაქო).