კოლხეთის უნიკალური საგანძური დიდ ბრიტანეთში

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

2008 წლის 2 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 იანვრამდე დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში კოლხური საგანძური იქნა ექსპონირებული. 

დიდი ბრიტანეთის გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნიუ იორკის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლეონ ლევის ფონდისნელსონის ფონდისა და  კემბრიჯის გამომცემლობის მხარდაჭერა. 

დიდი ბრიტანეთის გამოფენას თან ერთვოდა კატალოგი და საგანმანათლებლო ლექციები ყველა ასაკის აუდიტორიისათვის.