შეიცანი იაპონია

28 მარტი 2011 – 30 აპრილი 2011

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილისსახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთგამოფენას "შეიცანი იაპონია".
დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალებაიხილოს მსოფლიოში უძველესი ცივილიზაციის მქონეიაპონელი ხალხის კულტურა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაპონურიხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდის XVIII - XX სს. ამსახველი 150 ნივთი. მათ შორისაა: ტიხრულიმინანქარისა და ფაიფურის ჭურჭელი, სპილოს ძვლისნაკეთობები, საბრძოლო აღჭურვილობა, სარიტუალოდანიშნულების რელიგიური ნივთები, ჩაისცერემონიალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, სათამაშოები, სამოსის დეტალები და სხვა.

აღნიშნული კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წლების მანძილზე სხვადასხვაგზებით იქმნებოდა. კოლექციის დიდი ნაწილი კავკასიის მუზეუმის, საქართველოსეროვნული გალერეის, მუზეუმ "მეტეხის," წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიოსაეთნიოგრაფიო საზოგადოების კოლექციათა ბაზაზეა შექმნილი, რასაც XX საუკუნის შუაწლებიდან კერძო კოლექციონერებისა და სახელმწიფო შესყიდვების გზით შემოსულიექსპონატებიც დაემატა. გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციის დარგობრივი დაჟანრული მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ იაპონურიხელოვნების განვითარების გრძელ გზას. იმავდროულად, ხელოვნების ნიმუშთა ამგვარიმრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს მისი მკვეთრადინდივიდუალური ხასიათი და განსაკუთრებით შთამბეჭდავი მხატვრული ესთეტიკა.გამოფენის პარალელურად გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1