ინდოელი სახალხო მხატვრის ბაბიტა ბისვას გამოფენა

21 ივნისი 2011 – 20 ივლისი 2011

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ინდოელი (ვარლი) სახალხო მხატვრის ბაბიტა ბისვას გამოფენას.   ვარლის მხატვრობა ჩაისახა მაჰარაშტრაში(დასავლეთ ინდოეთის შტატი) სადაც ვარლისტომი ძროხის ნაკელით შელესილ, უბრალოთიხითა და ლერწმით ნაგებ ქოხებში ბინადრობს.ვარლელი ტომის ქალები თავიანთ კარ-მიდამოს ქორწილებისა და სხვა დღესასწაულებისდროს  სხვადსახვა ფერის გეომეტრიული ფიგურებით ამკობენ. ამ ნახატებით ისინიმოგვითხრობენ თავიანთი ცხოვრების, დღეობა-დღესასწაულებისა თუ ღმერთის შესახებ.ვარლის მხატვრობაში დომინირებს თეთრი ფერი, რომელიც  წმინდად და ღვთაებრივადაამიჩნეული. ხის ლერწებისგან დამზადებული ფუნჯით ხატავენ მარტივ სამკუთხედებს,წრეებს, წერტილებსა და წყვეტილ ხაზებს. მასალად კი  წყალში გახსნილ დაფხვნილბრინჯს იყენებენ. მხატვრობა პრიმიტიულია, თუმცა ძალიან ექსპრესიული. მიუხედავად იმისა, რომ მთელმსოფლიოში მხატვრობის ეს სტილი ძალზე პოპულარული მხოლოდ ბოლო ოცდაათი წლისგანმავლობაში გახდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას ათასწლოვანი ისტორია აქვს.   მხატვარმა ბაბიტა ბისვასიმ ვარლის ხალხური ხელოვნების მეშვეობით გამოსახაინდოეთის მითოსური გმირი კრიშნა და  უკვდავი სიყვარულის საგა.     პროექტის მხარდამჭერია ინდოეთის საელჩოს კულტურულ ურთიერთობათა განყოფილება. მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. #1