Confeidian - ეკო-ქალაქი SWEKO-დან

12 მარტი 2011 – 31 მარტი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიისმუზეუმი წარმოგიდგენთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოსეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით , "Confeidian - ეკო-ქალაქიSWEKO-დან". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ანდრჟეი მარკოვსკის, იეჟინოვოსელსკისა და ადამ სტალონ დობრჟანსკის ვიტრაჟები და არქიტექტურულიპროექტები.

საქართველოში პირველად, ფართო საზოგადოება გაეცნობა ვიტრაჟის ხელოვნებასპოლონეთიდან. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება ვრცელი საგამოფენოპოლონურ-შვედური პროგრამა ,"Confeidian - ეკო-ქალაქი SWEKO-დან", რაც გულისხმობსურბანული განვითარების ეკო-ქალაქს პეკინის ახლოს.

ადამ სტალონ დობჟანსკიმ, (1904-1985) თავისი მოღვაწეობა საკრალურ ხელოვნებასმიუძღვნა. მან პოლონეთის ორმოცდათორმეტი მართლმადიდებლური და კათოლიკურიეკლესიებისათვის შექმნა პოლიქრომიული ვიტრაჟები და მოზაიკა, პირველმა შემოიტანავიტრაჟი ეკლესიის ინტერიერში. ადამ დობჟანსკი გრაფიკოსია იგი რომის პაპის, იოანეპავლე II-ს დროს, სამხატვრო საბჭოს წევრი იყო. კომუნისტური ხელისეფლების თითქმისნახევარსაუკუნოვანი რეპრესიის შემდეგ, ხელოვანი კვლავ დაუბრუნდა საკუთარშემოქმედებას.

ეჟი ნოვოსელსკის (1923-2011) ხატწერა ინახება ლურდაში, მართლმადიდებლურეკლესიებში ვარშავასა და ჰაინუვკეში. იგი პოლონური ხატწერის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.

ანდრჟეი მარკოვსკი მუშაობდა ბელგიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში, 2002წლიდან გადავიდა პოლონეთში. იგი ისეთ ცნობილ შენობების არქიტეტორია,როგორებიცაა TVN-ის შტაბ-სახლები და Mazurka Travel-ის საკონფერენციო ცენტრისშენობა.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი, (ქარვასლა)