დარვინი დღეს

22 მარტი 2010 – 01 აპრილი 2010

2010 წლის 22 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოძრავი გამოფენის "დარვინი დღეს" პრეზენტაციას. 

პროექტი ეძღვნება დარვინის დაბადებიდან 200 და მისი ნაშრომის "სახეობათა წარმოშობა" პუბლიკაციის 150 წლისთავს. 

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო დმანისის უახლესი აღმოჩენების ფოტო და ვიდეო მასალა. 

მოძრავი გამოფენა შედგება, დარვინის ბიოგრაფიისა და მისი მეცნიერული ღვაწლის ამსახველი 20-მდე ქართულ-ინგლისური პოსტერით. აღნიშნული გამოფენა შემდგომში გადაეცემა ილიას უნივერსიტეტს.