არტ ვოიაჟი

30 აპრილი 2010 – 14 მაისი 2010

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უკრაინისთანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დასაქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ გამოფენასსახელწოდებით "არტ ვოიაჟი".

გამოფენა წარმოდგენილია უკრაინისთანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმშიდაცული ასზე მეტ საუკეთესო ექსპონატი,რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიამუდმივ ექსპოზიციაში და წარმოადგენსუკრაინული ხელოვნების ნიმუშებს 1950 წლიდან დღემდე, იქნება ეს ფერწერა, გრაფიკათუ ქანდაკება.

გამოფენა, რომლის ხილვის საშუალებაც დამთვალიერებელსსაქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზებში ეძლევა,გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს უკრაინის ხელოვნებისრუკას, რომელიც წარმოაჩენსს უკრაინის უმნიშვნელოვანესიკულტურის ცენტრების ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლებს,კერძოდ, კიევის, ლვოვის, ოდესას, ხარკოვის, ყირიმისა დაკარპატისპირეთის რეგიონებს.

ექსპოზიცია "არტ ვოიაჟი" ტარდება უკრაინისთანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმის პროექტის "უკრაინისხელოვნების რუკა" ფარგლებში. გამოფენათა ციკლი, რომელიცსაქართველოდან დაიწყო და შემდგომ ევროპის სხვადასხვასაგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებს, გულისხმობს ფართოსაზოგადოებისათვის უკრაინის ხელოვნების მნიშვნელოვანიწარმომადგენლების გაცნობას. გამოფენისათვის მომზადდა სამენოვანი კატალოგი.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ლ.გუდიაშვილის ქ.#1.