გამოფენა „ვარშავის აჯანყება 1944"

11 აპრილი 2019 – 30 აპრილი 2019

საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ვარშავის აჯანყების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ვარშავის აჯანყება 1944" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში.

გამოფენა მოგვითხრობს 1944 წლის ვარშავის აჯანყების 63 დღის შესახებ - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სამხედრო, პოლიტიკურ, ისტორიულ და ადამიანურ ასპექტებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი თანამედროვე გრაფიკული ილუსტრაციები ასახავს ვარშავის ისტორიას სინამდვილით და ლეგიტიმურობით. მნიშვნელოვან ფაქტებზე დაფუძნებული ნარატივი ვიზიტორებს პოლონეთის ისტორიას აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები ვარშავის აჯანყების მუზეუმის კოლექციებიდან. სპეციალურად საქართველოსთვის მომზადებული ექსპოზიცია ასახავს ქართველი ოფიცრების მონაწილეობასა და მათ წვლილს მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში.

გამოფენა თავდაპირველად ვარშავის აჯანყების მუზეუმმა ვარშავის აჯანყების 70 წლის იუბილეს მიუძღვნა. მას შემდეგ გამოფენას პოლონეთის დიპლომატიურმა მისიებმა და სხვადასხვა მუზეუმებმა უმასპინძლეს ბრატისლავაში, სტოკჰოლმში, ბუდაპეშტში, დუბლინში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ტაიშხუანგში (ჩინეთი) და ვენაში. არსებობს საგამოფენო პროექტის ინგლისური, შვედური, გერმანული, პოლონური, სლოვაკური, ჩინური და ახლა უკვე ქართული ვერსია.

გამოფენა ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, თბილისში პოლონური ინსტიტუტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭრით.

გამოფენის გახსნა: 11 აპრილი, 17:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 11-30.04.2019

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3  

*გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.