გამოფენა "ევოლუცია & დეკადანსი"

22 თებერვ. 2019 – 03 მარტი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სანდრო დალაქიშვილისა და ნინა პერის გამოფენას - ევოლუცია & დეკადანსი თბილისის ისტორიის მუზეუმში. 

პროექტი - ევოლუცია & დეკადანსი მულტიმედიური ფორმატისაა, რომელიც მოიცავს სკულპტურულ ინსტალაციას, ფერწერულ ნამუშევრებსა და გრაფიკას. ხელოვანებმა შეარჩიეს თემა, რომელსაც ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად თვლიან და ეხება ცივილიზაციის პრობლემებს, თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალურ ღირებულებებს.

ნინა პერი და სანდრო დალაქიშვილი საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ და აქტიურად მოღვაწეობენ საერთაშორისო პროექტებში. მათი შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლებიდან პარიზში ერთ-ერთ გალერეასთან კონტრაქტით დაიწყო, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა თანამდევი გამოფენებითა და შექმნილი ნამუშევრების რაოდენობით.

პროექტის კონსულტანტი: ხათუნა ხაბულიანი

გამოფენის გახსნა: 22 თებერვალი, 2019  |  17:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 22 თებერვალი - 4 მარტი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.