ფოტოგამოფენა „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“

28 სექტემბ. 2018 – 26 ოქტომბ. 2018

სიღნაღის მუზეუმი

„დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მექსიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo). 

მე-20 საუკუნის ამ ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი გამოფენა პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში. მას შემდეგ გამოფენა მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში.

სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიციაზე იხილავთ ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ 100-მდე ფოტონამუშევარს. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში. მათ შორის არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

დიეგიოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა - ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.

თავიდან ისინი პარტიზანულმა კავშირმა და ხელოვნების სიყვარულმა დააახლოვა. ქორწინების შემდეგ წყვილი შეერთებულ შტატებში დასახლდა. დიეგოსთვის ეს იყო კაპიტალისტური სამყაროს შიგნიდან გაცნობის შესაძლებლობა. დეტროიტის გამოცდილებამ და როკფელერის შენობაში თოკების გაწყვეტამ ხელი შეუწყო გუანახუატოელი მხატვრის შემოქმედების ჩამოყალიბებას. ფრიდასთვის ეს ნიშნავდა არა მარტო დიეგოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, არამედ მსოფლიოს ახლებურად დანახვას. ამგვარად სანამ რივერა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნოლოგიის ძალას ითვისებდა, ფრიდა ეცნობოდა სხვათა იდეებსა და დამოკიდებულებებს: აბორტებმა, ქირურგიულმა ჩარევებმა და კონტაქტმა ბურჟუაზიულ სამყაროსთან ღრმა კვალი დაამჩნია კოიოაკანელი ხელოვანის შემოქმედებას. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ, შესამჩნევი იყო დიეგოს ინტერესი ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართ. ამ წლებში აღსანიშნავია მისი სიახლოვე ტროცკისთან და ანდრე ბრეტონთან. ამ ყველა საკვანძო ეტაპთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილია წყვილის ხელმეორედ ქორწინება, მათი კავშირი იმდროინდელ სახელოვნებო სამყაროსთან. გამოფენა ასევე გვიჩვენებს ფრიდას სიკვდილის მოახლოებასა და წყვილის უკანასკნელ ფოტოს.

გამოფენა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით.

„ეს წყვილი არის სრულყოფილების მეტაფორა, ყველა ძალების შეხვედრის წერტილი და ყველა ფორმის მარცვალი. ეს წყვილი არის დროზე კვლავ გამარჯვება, დრო დრომდე" - ოქტავიო პასი.

გამოფენა ხორციელდება საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნა: 28 სექტემბერი, 16:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 28 სექტემბერი - 26 ოქტომბერი, 2018

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8. სიღნაღი, საქართველო 

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

***

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.