ილიკო ზაუტაშვილი - „ყველა ურთიერთობას თავისი იდეოლოგია აქვს"

22 სექტემბ. 2018 – 06 ოქტომბ. 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გაიმართება ილიკო ზაუტაშვილის პერსონალური გამოფენა - „ყველა ურთიერთობას თავისი იდეოლოგია აქვს".

„... ჩვენი აქტიურობა მიმართულია მანკიერი საზოგადოებისა და იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული პირობითობების დისკრედიტაციისკენ. ხელოვნება, რომელიც აღმოცენდება გახსნილობის, თანაგრძნობის და თავისუფალი ქმედების შედეგად, მოვლენათა და საგანთა ტოლფასია. ხელოვნება აღარ არის ესთეტიური, მორალური, დამრიგებლური, მოკრძალებული. დღეს იგი მოითხოვს ინტენსიურ გარემოს, აქტიურ პოზიციას..." , ვკითხულობთ ილიკო ზაუტაშვილის გასული საუკუნის 70-ანი წლების მანიფესტში, რომელიც კარგად გამოხატავდა ახალგაზრდა ინტელექტუალების ერთი ნაწილის დამოკიდებულებას საბჭოთა ტოტალიტარიზმის, ცივი ომის და თანმდევი პროცესების მიმართ. სწორედ ამ დროს ყალიბდება საქართველოში მხატვრობის ახალი ტიპი, რომელიც კოლექტიურ „ჰიპნოზს" თავისუფალ ნებას და პიროვნულ პასუხისმგებლობას უპირისპირებს. ცხადია, მათი ნამუშევრები არსად ჩანს იმ დროის ოფიციალურ გამოფენებზე. საკუთარ შეხედულებებზეც ისინი მხოლოდ თანამოაზრეთა ვიწრო წრეში საუბრობენ. ეს 50/60-იან წლებში დაბადებულ მხატვართა ის თაობაა, რომელიც 80-ან წლებში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს მომზადებული ხვდება და პოსტსაბჭოთა ეპოქის ახალ ილუზიებსაც რეალური გამოწვევების გზას ამჯობინებს."
მაგდა გურული, გამოფენის კურატორი

გამოფენის გახსნა: 22 სექტემბერი, 18:00
ხანგრძლივობა: 22 სექტემბერი - 6 ოქტომბერი
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

***

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.