ზაირა ნადირაშვილის გამოფენა „ახალი მე“

20 იანვარი 2018 – 30 იანვარი 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ზაირა ნადირაშვილის გამოფენას „ახალი მე" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

ზაირა ნადირაშვილის შემოქმედება ხელოვნების სხვადასხვა დარგსა და ფორმას მოიცავს: ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი, ინსტალაცია და სხვა. ბოლო წლების მანძილზე ავტორმა შეისწავლა  გეშტალტ ფსიქოლოგია, რაც მისი ხელოვნებასთან დამოკიდებულების ახალ ინსპირაციად იქცა. ამ გამოცდილების ნიადაგზე შეიქმნა ნამუშევრების სერია „ახალი მე", რომელიც მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეო-არტს.  ამ პროექტით ავტორი გამოხატავს თავის ახალ ხედვას, სადაც ფილოსოფია, მხატვრობა და ფსიქოლოგია ერთ ესთეტიკურ მთლიანობად გარდაიქმნება. პროექტით ,,ახალი მე", ზაირა ნადირაშვილი დამთვალიერებელს შემოქმედებით ფასეულობათა ალტერნატიულ ხედვას სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრებში იკითხება არტისტის, როგორც მაძიებელი ხელოვანის გამოცდილება.

2001 წლიდან დღემდე, ზაირა ნადირაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისსა და ბათუმში.

გახსნა: 20 იანვარი,  17:00 საათი

ხანგრძლივობა: 20 - 30 იანვარი, 2018

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8