დარეჯან ჭილაშვილის ნამუშევრების გამოფენა

30 ივნისი 2017 – 14 ივლისი 2017

სიღნაღის მუზეუმი

2017 წლის 30 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გაიხსნება მხატვარ დარეჯან ჭილაშვილის ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ მინა-კერამიკაში შესრულებული ნამუშევრები და ფერწერული ტილოები. დარეჯან ჭილაშვილი არაერთი ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილეა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  

გამოფენა 2017 წლის 14 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.