გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე

14 მაისი 2012 – 22 სექტემბ. 2012

საქართველოს მუზეუმი

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიო ამ თარიღს აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეროვნული მუზეუმის ქართველ თუ უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს მუზეუმის დღეს ულოცავს ეროვნული მუზეუმის ყველა თანამშრომლის სახელით და 14-დან 19 მაისის ჩათვლით საინტერესო კვირეულს სთავაზობს.

2012 წლის 14 მაისს, 19:00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნა გამოფენა ”გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე”.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის გერმანული ფონდი და გერმანიის საელჩო თბილისში.

გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა ასახავს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს გერმანელებსა და ქართველებს შორის არსებულ მჭიდრო და საუკუნოვან ურთიერთობებს. გამოფენის ნახვა შესაძლებელი იქნება 2012 წლის 22 სექტემბრამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული პირველი კონტაქტები მე-12 საუკუნეში, მე-19 და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობების ამსახველი მასალა.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს საქართველოს ისტორიის, ხელოვნმებისა და თბილისის ისტორიის მუზეუმებში დაცული არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, ბოტანიკური, ზოოლოგიური, გეოლოგიური, ფერწერული და გრაფიკული კოლექციების 300-მდე ექსპონატი. აგრეთვე, წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექცია და საფეხბურთო კლუბ „დინამოდან“ თასების მფლობელთა თასი.

აქამდე არც ერთ სხვა გამოფენაზე ყოფილა წარმოდგენილი გერმანელებისა და ქართველების საერთო ისტორიის ამსახველი ასეთი სრულყოფილი სურათი.

პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს მაღალი რანგის სტუმრების თანდასწრებით  გამოფენას  გახსნიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე და გერმანიის ელჩი, ბატონი ორთვინ ჰენიგი.

გამოფენა იმართება გერმანული კვირეულის ფარგლებში.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რუსთაველის გამზ.3