თამარ თავბერიძის ნამუშევრების გამოფენა ,,ღია სარკმელი"

02 ივნისი 2017 – 09 ივნისი 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2017 წლის 2 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თამარ თავბერიძის ნამუშევრების გამოფენას - ,,ღია სარკმელი".

თამარ თავბერიძის ნამუშევრები პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე. მათი დიდი ნაწილი შერეული ტექნიკით არის შესრულებული - გამოყენებულია აკვარელი, პასტელი და ლაქი.

საინტერესოა მხატვრის მშვიდი, პოზიტიური განწყობის ამსახველი კომპოზიციები, რომელთაც ლაქის კაშკაშა ეფექტი ერთდროულად საინტერესოს და უჩვეულოს ხდის. ,,ღია სარკმელი" არსებობის, სიცოცხლის ერთგვარი დეტალური ხედვაა, რაც გამოფენის ძირითადი კონცეფციის მაჩვენებელია.

გამოფენის გახსნაზე ავტორი ისაუბრებს მის მიერ გამოყენებული ტექნიკის თავისებურებებსა და მუშაობის სპეციფიკურ ნიშანზე. 

ექსპოზიცია  ,,ღია სარკმელი'' 2017 წლის 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის  სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8