ნოდარ ლორთქიფანიძის გამოფენა ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის..."

30 მაისი 2017 – 09 ივნისი 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2017 წლის 30 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენაზე სახელწოდებით - ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის...". 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის (1970-1997) 60 გრაფიკული ნამუშევარი და 20 ქანდაკება, რომელთა მხატვრულ სტილს აერთიანებს სივრცისა და დროის აღქმის გამორჩეული განცდა.

ნოდარ ლორთქიფანიძის მიერ შექმნილ გრაფიკასა და სკულპტურას შორის უხილავი კავშირი სხვადასხვა დროით განზომილებაზე მიუთითებს. მანძილისა და პირობითი საზღვრების შეგრძნება ყოველ მათგანში ზოგადი, ემპირიული აზროვნების მაჩვენებელია.

მხატვრის თვითმყოფადი, ნაყოფიერი მხატვრული მემკვიდრეობა დღეს გაოცებას იწვევს თავისი დახვეწილი, მრავალაზროვანი ფორმითა და შინაარსით. მისი შემოქმედება გაჯერებულია ექსპრესიით, სამყაროს ფასეულობათა ფილოსოფიური ხედვითა და თემატური მრავალფეროვნებით.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგი.

გამოფენა 2017 წლის 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის  სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8