ანი ბონდარენკოს პერსონალური გამოფენა

27 მაისი 2017 – 03 ივნისი 2017

სიღნაღის მუზეუმი

2017 წლის 27 მაისს, 21:00 საათზე, აქციის „ღამე მუზეუმში ფარგლებში", საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი გიწვევთ სიღნაღის საჯარო სკოლის მე-11  კლასის  მოსწავლის ანი ბონდარენკოს გრაფიკული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე.

გამოფენა 2017 წლის 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციას „ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 

აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.