პაულა მოდერზონ-ბეკერი, ტრადიციული და დაზგური გრაფიკა

15 მაისი 2012 – 15 ივნისი 2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

ა. წ. 18  მაისს, 18 საათზე ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა „პაულა მოდერზონ-ბეკერი და ვორბსვედეს ხელოვანთა კოლონია. 1895-1905 წწ. ტრადიციული და დაზგური გრაფიკა “, რომელსაც წარმოადგენენ გოეთეს ინსტიტუტი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით.

ხატვისას სულაც არ არის საჭირო მხოლოდ იმაზე ფიქრი, რასაც უშუალოდ ხედავ. (... ) მნიშვნელოვანია ის, რასაც გრძნობ.” ეს ციტატა ახალგაზრდა პაულა მოდერზონ-ბეკერს (1876-1906) ეკუთვნის და ცხადყოფს, რომ ის მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე იმ ხელოვანთა რიგს ეკუთვნის, ვინც მკაცრი აკადემიური მიმართულებების ოპოზიციაში იყვნენ. პაულა მოდერზონ-ბეკერი ვორპსვედეს ხელოვანების კოლონიაში დასახლდა იმისათვის, რომ სახელოსნოს გარეთ, ბუნებაში ემუშავა. თუმცა, მისი კოლეგებისგან (ოტო მოდერსონ, ფრიც მაკენსენ, ჰანს ამ ენდე, ფრიც ოვერბეკ და ჰანრიხ ფოგელერ) განსხვავებით, პაულა მოდერზონ-ბეკერის  შთაგონების წყარო არა იმპრესიონისზმი და იუგენდშტილია, არამედ სეზანი, ვან გოგი და გოგენი. სწორედ მათი გავლენით ამბობს  ის უარს მოვლენის უშუალოდ გამოსახვაზე და უფრო მის შიდა არსს ეძიება. ამას თან სდევს ფორმის გამარტივება, რაც განსაკუთრებით კარგად  მის გრაფიკულ ნახატებში სჩანს. ისინი თავისი რადიკალურობით ხშირად აღემატებიან მისივე ფერწერულ ნამუშევრებს. სწორედ ამიტომ შემოიფარგლება ifa - გამოფენა პაულა მოდერზონ-ბეკერის ტრადიციული გრაფიკითა და ოფორტებით. ექსპოზიციაში ასევე წარმოდგენილია ვორპსვედეს კოლონიის ხელოვანთა გრაფიკები.

გამოფენის გახსნა: 15 მაისი, 18 საათი
გამოფენის ხანგრძლივობა: 15.05.201215.06.2012
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, . გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმისიონის . 8