გამოფენა „დინების მიყოლებით/საწინააღმდეგოდ. თანამედროვე ფოტოგრაფიის ინტერვენცია"

15 დეკემბერი 2016 – 14 იანვარი 2017

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2016 წლის 15 დეკემბერს, 18:30 საათზე, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa) და გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენს ფოტოგამოფენას „დინების მიყოლებით/საწინააღმდეგოდ. თანამედროვე ფოტოგრაფიის ინტერვენცია".

გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანიაში მცხოვრები ფოტოხელოვანების ვიქტორია ბინჩოკისა (დაბადებული 1972 წელს მოსკოვში) და მიხაელ შეფერის (დაბადებული 1964 წელს ზიგმარინგენში) ნამუშევრები. ხელოვანები ფოტოგრაფიას ახალი კუთხით განიხილავენ და საკუთარ ხედვას ამკვიდრებენ - ისინი თავად იჭრებიან კადრში.

ექსპოზიცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აღიქმებოდეს, აისახებოდეს მედიასურათები და მათი ფუნქციონალური დატვირთვა. ბინჩოკი და შეფერი თავიანთი ნამუშევრებით იმ ხელოვანების ტრადიციას აგრძელებენ, რომლებიც 70-იანი წლებიდან მოყოლებული დაინტერესებულები არიან მედიის თემით.

გამოფენის კურატორები არიან ფლორიან ებნერი და კრისტიან მიულერი.

  • 15 დეკემბერი 17:00 საათი: ფოტოგამოფენის დათვალიერება ვიქტორია ბინჩოკთან და მიხაელ შეფერთან ერთად.

აღნიშნული ექსპოზიციის პარალელურად, გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენას ,,რეაქცია", რომელშიც მონაწილეობენ: გურამ წიბახაშვილი, თინა კიღურაძე, რიტა ხაჩატურიანი და ვახო ხეთაგური.

გამოფენები 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.