ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა

06 დეკემბერი 2016 – 01 იანვარი 2017

ეროვნული გალერეა

2016 წლის 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ლეილა შელიას პერსონალური გამოფენის გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლეილა შელიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

ლეილა შელია დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1982 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ბარსელონა, პარიზი, მოსკოვი, ბრიუსელი, ბაქო, ციურიხი, ლონდონი, ამსტერდამი. ლეილა შელიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მრავალ საგამოფენო სივრცეში: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), გალერეა TMS, გალერეა უნივერსი, ბაია გალერეა, გალა გალერეა, გალერეა შარდენი და TBC გალერეა.

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მხატვრის ალბომი. მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ გალერეასა და კერძო კოლექციაშია დაცული.

ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11