ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში

28 ნოემბერი 2016 – 04 დეკემბერი 2016

საქართველოს მუზეუმი

2016 წლის 28 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე "ერთი კვირა ოთარ იოსელიანის სამყაროში". გამოფენა ეძღვნება ოთარ იოსელიანის ფილმის "გიორგობისთვე" 50 წლის, საიუბილეო თარიღს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ იოსელიანის პირად არქივში დაცული სხვადასხვა წლებში შესრულებული 50 გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმი გიორგობისთვე კადრირებით, რომელსაც თან ერთვის თავად რეჟისორის მინაწერები.

28 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ფილმის კინოჩვენება.

გამოფენის ორგანიზატორია საერთაშორისო კინოფესტივალი კინოვინო.

გამოფენა 2016 წლის 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3