თინა ბახტაძის ნამუშევრების გამოფენა

28 ოქტომბ. 2016 – 14 ნოემბერი 2016

საქართველოს მუზეუმი

2016 წლის 28 ოქტომბერს, 17:00საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ თინა ბახტაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თინა ბახტაძის მიერ 1970 - 2000 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

თინა ბახტაძემ შეიმუშავა მიკრო მოზაიკის ორიგინალური ტექნოლოგია და ქმნიდა ნამუშევრებს ატმის, გარგარის, ჭერმის, ალუბლის, ნესვის, საზამთროს კურკებით; წიწიბურას, ბრინჯის, ქერის, პურის მარცვლებით; ნაძვის გირჩებით და ლერწმის ტოტებით; ყვავილის ფოთლებით და თესლებით; კენჭებით, ნიჟარებით და სხვა ბუნებრივი მასალით. ზოგიერთ ნამუშევარში გამოყენებულია ბისერი, სმალტის ნაჭრები და ბევრი სხვა მასალა.

თინა ბახტაძის შემოქმედებაში ჩანს მუდმივი სწრაფვა სიახლისადმი. ბუნებაში მოპოვებული თოთოეული მასალა მისი შემოქმედების წყაროს წარმოადგენს.

ექსპოზიცია ეძღვნება თინა ბახტაძის დაბადების 100 წლისთავს.

გამოფენა 2016 წლის 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი,  შოთა რუსთაველის გამზ. 3.