#MuseumInFocus2016

27 ოქტომბ. 2016 – 27 ოქტომბ. 2016

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე ერთი წელია ინსტაგრამზეა! ამასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში ფოტოგამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე, მოყვარული ფოტოგრაფების მიერ ეროვნული მუზეუმის სივრცეებში გადაღებული საინტერესო დეტალები იქნება წარმოდგენილი. აქვე გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები და გაიმართება ავტორთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაზე, მუზეუმის რჩეულთან ერთად, დასახელდება National Geographic საქართველოს რჩეული.  

ფოტოგამოფენასთან ერთად, მუზეუმის ეზოში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდება. დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა იხილოს ,,ეროვნული საგანძური" - არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური და შუა საუკუნეების გამოფენები. ასევე, გამოფენა ,,ქვის ხანის საქართველო". ეზოში, თავისი კუთხე ექნებათ National Geographic საქართველოსა და სანტა ესპერანსას. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება გაწევრიანდეს ,,მუზეუმის მეგობართა" საზოგადოებაში.

ღონისძიებას მუსიკოსი სანდრო თედიაშვილი (Macrowelt) გააფორმებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

ჩვენი ინსტაგრამ მეგობრები არიან: Windfor's Communication, National Geographic საქართველო, GIFme, ღვინო „თამადა" და მუსიკოსი სანდრო თედიაშვილი (Macrowelt).

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.