შეხვედრა ფიროსმანთან

22 თებერვ. 2010 – 07 მარტი 2010

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი,საქართველო-გერმანიის საზოგადოება და საქართველო გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ პროექტს „შეხვედრა ფიროსმანთან III" _ ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა.
პროექტი „შეხვედრა ფიროსმანთან" 2006წელს დაიწყო, მისი მიზანია ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაცია. პროექტმატრადიციული სახე მიიღო და უკვე მესამედ მასპინძლობს ფიროსმანის შემოქმედებით,ქართული კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.
პირველი, საცდელი პროექტის იდეა და ორგანიზება ეკუთვნის ბერლინელ მოქანდაკესადა ხელოვანს ჰანს შაიბს. მისივე პრინციპული მოსაზრებით ჩამოყალიბდა პროექტისგანვითარების ხაზი, რომელიც საბოლოოდ მის სიცოცხლისუნარიანობასგანაპირობებს-თითოეული მონაწილე თავად ხდება ერთგვარი თანაორგანიზატორი.მომავლისთვის თავად ცდილობს მოიზიდოს, ჩართოს პროექტში სხვა დაინტერესებულიადამიანები ხდება, ფიროსმანის შემოქმედების, ქართული კულტურისა და ხელოვნების,კეთილი ნების ელჩი.

თბილისის ისტორიის მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ნიკოფიროსმანის ხუთი ნამუშევარი: გოგონა ლურჯ კაბაში აერბუშტით, ირემი, სოფელი,მზარეული და სააღდგომო ბატკანი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი,გემანელი, ავსტრალიელი, იტალიელი და ესპანელი ხელოვანთა ნამუშევრები.

ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ უცხოელიმონაწილეები მზად არიან საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონაღნიშნულ პროექტში.

პროექტმა „შეხვედრა ფიროსმანთან" ბევრ სტუმარს, ქართული კულტურისსაფუძვლიანად გაცნობის ინტერესი გაუჩინა. გაფართოვდა შემოქმედებითი კავშირები,განხორციელდა პერსონალური თუ ერთობლივი გამოფენები, ცალკეული პროექტებიროგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველო-გერმანიისსაზოგადოება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველო გოეთესინსტიტუტი, დოიჩე ბანკი, ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი, სერგეი მავრიცკის ფონდი.
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი, (ქარვასლა)