შეხვედრა ფიროსმანთან II

23 ოქტომბ. 2008 – 23 ოქტომბ. 2008

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "შეხვედრა ფიროსმანთან II". პროექტ "შეხვედრა ფიროსმანთან" ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში 20-მდე უცხოელმა და ქართველმა მხატვარმა თავიანთი ნახატები ნიკო ფიროსმანიშვილის ოთხი ტილოს გვერდით გამოფინეს.
ექსპოზიციაზე ნამუშევრების შთაგონების მთავარ წყაროს ნიკო ფიროსმანის შემოქმედება წარმოადგენს.
გამოფენის ორგანიზატორები არიან გერმანია-საქართველოს ასოციაცია, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საელჩო საქართველოში, დოიჩე ბანკი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.