ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები

24 ივნისი 2009 – 27 ივნისი 2009

ხელოვნების მუზეუმი

2009 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ქართველი არქეოლოგის ჯურხა ნადირაძის 80წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა "ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები" იხსნება.
ჯურხა ნადირაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული არქეოლოგიის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
მისი ხელმძღვანელობით XX საუკუნის 60-ანი წლებიდან მოყოლებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი (საირხე, მოდინახე, ჯიეთი, იცქისი, მცხეთისჯვარი და სხვ.) იქნაგამოვლენილი და შესწავლილი.
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დარბაზში ყვირილის ხეობის ექსპედიციის მიერ გამოვლენილი არქეოლოგიური არტეფაქტები პირველად იქნება ექსპონირებული.
განსხვავებული დანიშნულებისა და სხვადასხვა მასალით შესრულებული არქეოლოგიური ძეგლები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართული კულტურისთვის დამახასითებელ ზოგად ეროვნულ თავისებურებებს, მის თავისთავადსა და ორიგინალურ ხასიათს.
ყვირილის ხეობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ძირითადიარტერიაა. კოლხეთის სამეფოს ძლიერების ხანაში (ძვ. წ. V-IV სს.) იგიდასავლეთ-ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაშია. საირხეში ამ სამეფოს რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი მდებარეობდა, რაც სათანადოდაისახა ამ კუთხის მატერიალურ კულტურაში. პირველ დარბაზში სწორედ ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა გახლავთ ექსპონირებული.
ჯურხა ნადირაძის 80 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 23-24 ივნისს სამეცნიერო სესია ეწყობა.