ქართული საერო ნაქარგობა და შესამოსელი

25 მაისი 2010 – 25 ივნისი 2010

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისმუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენასსახელწოდებით "ქართული საერო ნაქარგობადა შესამოსელი."
ეროვნული მუზეუმის ფონდებიდანექსპონირებულია XVIII _XIX ს.ს. მაღალიტექნიკითა შესრულებული ქალისა დამამაკაცის სამოსი და მისი დეტალები,საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაქარგობისა და ნაქსოვი ნიმუშები, თუშურიფარდაგები და მდიდრული ნაქარგობით გაწყობილი ქალისა და მამაკაცის ფეხსამოსი.ასევე ლითონის სხვადასხვა ჭურჭელი დოქები, აზარფესები და ყარყარები, რომლებზეცეროვნულ სამოსში შემოსილი ფიგურებია გამოსახული.
გამოფენის მიზანია საქართველოს ყველა კუთხის საერო სამოსისადა მისი თავისებურებების წარმოჩენა. მასალა და ტექნიკა,რომლითაც თვითოეული ექსპონატია შესრულებული,ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული დამრავალფეროვანია.
ძველი ხელოვნების ნიმუშების პარალელურად წარმოდგენილიიქნება თანამედროვე, XX _XXI სს, ოსტატ ხელოვანთა დადიზაინერთა მიერ შექმნილი საერო დანიშნულების ხელოვნებისნიმუშები. ესენია: ხის ნაკეთობები, მინანქარი, კერამიკა,დეკორატიული ხელოცვნების ნუიმუშები და სხვა.
პროექტის მხარდამჭერია ეროვნული სამოსის აღორძინების კომპანია "სამოსელიპირველი". ორგანიაზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი,საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს საპატრიარქოსთანარსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალურიგანვითარების ცენტრი.
გამოფენის პარალელურად ჩატარდება საგანმანათლებლო-სალექციოკურსი შემდეგ თემებზე: ქართული საერო ნაქარგობა და ეროვნულისამოსი, ტექნიკური ხერხები ქართულ საერო ნაქარგობაში, ნაქარგობაქართული სახლის ინტერიერში, ღებვის ხალხური წესები დაქართული ნაქარგობა, ლითონზე პლასტიკის თანამედროვეტექნოლოგიები, თანამედროვე ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიური თავისებურებანი,საერო სამოსის იკონოგრაფია ლითონის ჭურჭელზე, ეროვნული ელემენტებითანამედროვე ქართულ სამოსში და სხვა.
მისამართი: შ. ამირანმაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ლ. გიდუაშვილი #1.